რუსეთს არასოდეს განუხილავს და არც მომავალში განიხილავს თავისი ტერიტორიების გაცვლის თემას, ეს შეუძლებელია - დიმიტრი პესკოვი

დიმიტრი პესკოვი

რუსეთს არასოდეს განუხილავს და არც მომავალში განიხილავს თავისი ტერიტორიების გაცვლის თემას, ეს შეუძლებელია, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

კრემლის პრესსპიკერის თქმით, უკრაინული სამხედრო შენაერთები რუსეთის ტერიტორიიდან განდევნილი და განადგურებული იქნებიან.

ამავდროულად, დიმიტრი პესკოვმა აღნიშნა, რომ მოსკოვის პოზიცია უკრაინაში ვითარების დასარეგულირებლად გამჭვირვალე და თანმიმდევრულია, რაც გულისხმობს, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ღიაა სამშვიდობო მოლაპარაკებისთვის.