რუსეთმა სუმი დაბომბა. დაღუპულია ორი ადამიანი

სუმი

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დილიდან უკრაინის ქალაქი სუმი დაბომბა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას სუმის ოლქის სამხედრო ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, დაბომბვის შედეგად 12 ადამიანია დაშავებული. თავდასხმა რუსეთმა „შაჰედის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებით განახორციელა.

„ადამიანებს საჭირო დახმარება უტარდებათ. მიმდინარეობს საავარიო-სამაშველო სამუშაოები. თავდასხმის შედეგები ზუსტდება“, - ნათქვამია სუმის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის განცხადებაში.