პარლამენტს ვინც ლეგიტიმაციას აძლევს, ქართველი ხალხია, რომელიც ხელისუფლების წყაროა, ოპოზიცია არაკვალიფიციურობას აჩვენებს, შეუძლებელია, წარმატების რაიმე შანსი ჰქოდნეთ - რატი იონათამიშვილი

რატი იონათამიშვილი

ერთადერთი ვინც პარლამენტს ლეგიტიმაციას აძლევს, ქართველი ხალხია, რომელიც ხელისუფლების წყაროა, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სარჩელის შეტანით ოპოზიციამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ არაკვალიფიციური და არაპროფესიონალია, შესაბამისად, შეუძლებელია, მათ წარმატების რაიმე შანსი ჰქონდეთ.

„ოპოზიციაში მყოფი ადამიანების ლოგიკას რომ მიჰყვეთ, პარლამენტი კითხვის ქვეშ უნდა დადგეს და საერთოდ ამოყირავდეს. მათი სარჩელი კიდევ ერთხელ მათ აბსურდულობას და სასოწარკვეთას აჩვენებს. არანაირი სამართლებრივი დასაბუთება არ გააჩნიათ. ლეგიტიმაციაზეა როდესაც არის საუბარი, ერთადერთი, ვინც პარლამენტს ლეგიტიმაციას აძლევს, ქართველი ხალხია, რომელიც ხელისუფლების წყაროა. ოპოზიცია კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ საშინლად არაკვალიფიციურები და არაპროფესიონალები არიან. პოლიტიკური მხარე როდესაც ასეთი არაპროფესიონალია, შეუძლებელია, მათ წარმატების რაიმე შანსი ჰქონდეთ“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.