1732481218
რუსეთის მიერ ბალისტიკური რაკეტის გამოყენების გამო 26 ნოემბერს NATO-უკრაინის საბჭოს საგანგებო სხდომა ჩატარდება
რუსეთის არმიის მიერ უკრაინულ ქალაქ დნიპროს კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტით დაბომბვის გამო 26 ნოემბერს ნატო-უკრაინის საბჭოს საგანგებო სხდომა ჩატარდება. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მედიის თანახმად, შეხვედრა ნატოს შტაბ-ბინაში, ბრიუსელში ჩატარდება. მასში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის და უკრაინის ელჩები მიიღებენ მონაწილეობას.
ცნობისთვის, რუსეთმა გუშინ პირველად გამოიყენა ბალისტიკური კონტინენტთაშორისი რაკეტა. მან უკრაინის ქალაქ დნიპროში მდებარე „იუჟმაშის“ სამხედრო საწარმო დაბომბა.