1740337798
რუსეთისთვის ტერიტორიის დათმობა თავისუფლების დათმობა იქნება - ოლენა ზელენსკა

რუსეთისთვის ტერიტორიის დათმობა იქნება თავისუფლების დათმობა და არ დაასრულებს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის შემოჭრას, - ამის შესახებ უკრაინის პირველმა ლედიმ, ოლენა ზელენსკამ განაცხადა. ინფორმაციას ABC News-ი ავრცელებს.
„მაშინაც კი, თუ ჩვენ დავთმობთ ტერიტორიებს, აგრესორი ამით არ გაჩერდება, ის გააგრძელებს ზეწოლას, ის გააგრძელებს უფრო და უფრო მეტი თავდასხმის განხორციელებას ჩვენს ტერიტორიაზე“, - დასძინა ზელენსკამ.
მან გაიმეორა ქმრის პოზიცია, რომ დონბასის რეგიონი - სადაც რუსეთი კონცენტრირებულია შეტევაზე - ისევ უკრაინული იქნება.
ასევე ნახეთ:
👉 ვლადიმერ პუტინს საოპერაციოდ ამზადებენ - UNIAN
👉 VIDEO: რუსეთში, ბოლო ზარზე, პუტინს და უკრაინის ომს დაუპირისპირდნენ