დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
“ის, რაც ჯერ არავის უნახავს და მოუსმენია” – დათო ევგენიძემ მისთვის უცნობი არქივი აღმოაჩინა. უფრო კონკრეტულად კი, მას ეს ფასდაუდებელი აუდიო და ვიდეომასალა, ერთმა პიროვნებამ გადასცა.
როგორც დათომ გვიამბო, ამ კაცმა, ისეთი კონცერტების ჩანაწერები გადასცა, რომ ეს ადამიანი, ევგენიძის შემოქმედების თაყვანისმცემლად ჩვეულებრივ უნდა ჩავთვალოთ.
არქივმა მუსიკოსს ახალი კონცერტი მოანდომა. თავიდან აღმოაჩინა, რომ 40 წლის წინ წერდა მუსიკას, რომელსაც დღეს კლუბებში უკრავენ.
შეიძლება ითქვას, რომ ამ პიროვნებამ დათო ევგენიძეს, მივიწყებული შემოქმედი თავი აპოვნინა.
დათო ევგენიძე: – არქივის გაცოცხლებას ვაპირებ. რაღაც ნაწილს დოკუმენტური ფილმის სახეს მივცემ, ნაწილს ჩემს იუთუბარხზე განვათავსებ. აქამდე იუთუბი არ მქონია და ათი დღეა, დაძალებით გამიხსნეს. მაიძულეს, რომ გამეკეთებინა. ჩემთვის მთავარია მუსიკა დავწერო, რომელიც მერე თავისი ბიოგრაფიით ცოცხლობს.
ამ არქივიდან ჩემს იუთუბარხზე დავდე 1999 წელს გადაღებული ვიდეო “ციცინათელა”. მატარებელში სხედან ჩვენი ვარსკვლავები და ჩაბნელებულ საქართველოს, სანთებელებით ანათებენ, ციცინათელებივით არიან.
მოკლედ, მოვიდა ადამიანი, შენი არქივი მაქვსო და ვიყიდე! არ ვიცი საიდან, როგორ დააგროვა ასეთი მასალა. ისეთი რამეები აქვს, შოკში ჩავვარდი. აი, მაგალითად, ჩემი პარიზის კონცერტი სან ჟერმენის თეატრში, ლას პალმასის თეატრის კონცერტი. 1987 წლის ალბომი. აზრზე არ ვარ, საიდან აქვს ეს მასალები. თეატრალურ სარდაფში ჩემი ლექციები აქვს გადაღებული, მოსკოვის პერფომანსები… ზღვა მასალაა.
ფასდაუდებელი მასალა მომცა.
– ფაქტია დაგყვებოდათ და თქვენი გულშემატკივარი ყოფილა. ვინ არის?
– ბიზნესმენია. პიროვნებას ვერ გავამხელ. არ სურს. ექვსი თვეა, რაც გამოჩნდა და იმდენი მასალა მომცა, ხუთ ვინჩესტერზე მაქვს ჩაწერილი. ჯერ არ მაქვს ყურება დასრულებული.
რეინკარნაცია გამიკეთა. ბევრი რამ არც მახსოვდა. აი, მაგალითად, ის 87 წლის ალბომი, რომელსაც გამოვცემ. ალბომს ქვია Dato and Friends. ირაკლი ჩარკვიანი მღერის, ანრი ბასილაია ბასზე უკრავს, მე – კლავიშზე. უნიკალური მასალაა. ფილარმონიაში ვწერდით.
ჩემი გაკეთებული იმდენი ნოვატორული რამ ვნახე, გავგიჟდი. დღეს რომ აქტუალურია მუსიკა, 40 წლის წინ მაქვს გაკეთებული, მაგალითად, ელექტრომუსიკა. ეს ჟანრი 1987 წელს არ არსებობდა. საერთოდ არ მახსოვდა, რომ ვქმნიდი.
ახალი კონცერტის კონცეფცია მაქვს უკვე. ეს იქნება “მოგზაურობა საკუთარ თავში.”
მოკლედ, მადლობელი ვარ ამ ადამიანის.
ასევე დაგაინტერესებთ:
👉 ვხედავდი ჩემი ცოლის დატანჯულ სახეს, როგორი ძლიერი ტკივილები ჰქონდა… – რეზო ჩხიკვიშვილი