1783194884
რუსეთისა და პუტინის მხრიდან ამ დამპყრობლურ ომს ბოლო უნდა მოუღოს - ანგელა მერკელი
გერმანიის ყოფილი კანცლერის, ანგელა მერკელის განცხადებით, რუსეთისა და პუტინის მხრიდან ამ დამპყრობლურ ომს ბოლო უნდა მოუღოს და ამისთვის დასავლეთმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, ამის შესახებ მან სააგენტო dpa-სთან ინტერვიუში განაცხადა.
„ „ცივი ომის“ დასრულების შემდეგ, ეს არის ევროპის ისტორიაში ყველაზე გარდამტეხი მომენტი. საერთაშორისო სამართლის ამ უხეშ დარღვევას არანაირი გამართლება არ აქვს. ვგმობ რუსეთის ქმედებებს. სოლიდარობას ვუცხადებ უკრაინელ ხალხს და ზელენსკის მთავრობას“, - განაცხადა მერკელმა.











