რუსეთის თავდასხმის შედეგად, ხერსონის დასახლებებში სამი ადამიანი დაშავდა

ხერსონი

რუსეთის თავდასხმის შედეგად, ხერსონის დასახლებებში სამი ადამიანი დაშავდა. რეგიონის მთელ ტერიტორიაზე გათიშულია ელექტროენერგია.

გასულ ღამეს ოკუპანტმა ოლქი რვაჯერ დაბომბა, განადგურებულია ათი კერძო სახლი, სასოფლო მეურნეობები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. ინფორმაციას ხერსონის სამხედრო ადმინისტრაცია ავრცელებს.

თავდასხმების შედეგად ელექტრომომარაგება შეწყვეტილია ნიკოლაევის ოლქშიც. ამ დროისთვის, აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.

პარალელურად, ხარკოვის ოლქში კუპიანსკიდან და ქალაქის მიმდებარე დასახლებებიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. ხელისუფლების განმარტებით, აღნიშნულის მიზეზი ფრონტზე არსებული ვითარება და რეგიონში ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა გახდა.