ეს ყველაფერი ბევრჯერ გვაქვს ნანახი და ამ ჯერზეც ყველაფრის პრევენციას მოვახდენთ - ლევან მაჭავარიანი სუს-ის განცხადებაზე

ლევან მაჭავარიანი

ასე ეხმიანება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.

„ეს ყველაფერი [სუს-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია], რა თქმა უნდა, ჯდება ოპოზიციის დღის წესრიგში. თავიდან ბოლომდე, ყველაფერი აგებული აქვთ იმაზე, რომ მაქსიმალურად დაძაბონ სიტუაცია არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე და შემდეგ უკვე 26 ოქტომბრის საღამოდან ეცადონ, რაც შეიძლება მეტი ხალხი გამოიყვანონ ქუჩაში. ეს ყველაფერი ბევრჯერ გვაქვს ნანახი და ამ ჯერზეც ყველაფრის პრევენციას მოვახდენთ“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.

სუს-ის ინფორმაციით, საპარლამენტო არჩევნების წინა დღეებში პოლიტიკურ წრეებთან დაკავშირებული ჯგუფები ხელოვნური ინტელექტისა და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით გეგმავენ დამონტაჟებული, ფალსიფიცირებული ვიდეო და აუდიო ჩანაწერების გავრცელებას. ყალბ ჩანაწერებში გამოყენებული იქნება საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა ხმები და ვიდეო გამოსახულება.