„შეცდომები ყველას მოსდის და ყველას აქვს ცუდი პერიოდები...“ - ელენე ეპიტაშვილის გულახდილი ინტერვიუ
1745524044
რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული მასირებული შეტევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა. როგორც კიევის სამხედრო ადმინისტრაციაში აცხადებენ, მაშველებმა ნანგრევებიდან კიდევ რამდენიმე ცხედრის ამოყვანა შეძლეს, მათ შორის არის 27 წლის ქალი, დაშავებულთა რიცხვი უკრაინის ხელისუფლების ცნობით 90-ია.
ცნობისთვის, კიევზე და უკრაინის კიდევ რამდენიმე ქალაქზე, ასევე ოლქებზე დრონებითა და რაკეტებით იერიში 24 აპრილის ღამეს განხორციელდა. 25 აპრილი უკრაინის დედაქალაქში გლოვის დღეს გამოცხადდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ დარტყმა განხორციელდა „საავიაციო, სარაკეტო-კოსმოსური, მანქანათმშენებელ და სატანკო მრეწველობის ობიექტებზე“.