„შეცდომები ყველას მოსდის და ყველას აქვს ცუდი პერიოდები...“ - ელენე ეპიტაშვილის გულახდილი ინტერვიუ
1745524044
თურქეთში, დღეს მორიგი მიწისძვრა მოხდა.
მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 4.0 მაგნიტუდა შეადგინა.
მიწისძვრის ეპიცენტრი სილივრის სანაპიროსთან 7 კმ სიღრმეში მდებარეობდა.
შეგახსენებთ, გუშინ, სტამბოლში მომხდარმა 6,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ პანიკა გამოიწვია. მოქალაქეების ნაწილმა, ღამე ქუჩაში და სკვერებში გაშლილ კარვებში გაატარა.
ქვეყანაში გუშინ სულ 184 მიწისძვრა დაფიქსირდა, მათგან შვიდი 4 ან მეტი მაგნიტუდის სიმძლავრის იყო.
გუშინ მომხდარ მიწისძვრას სტამბოლში ნგრევა მოჰყვა. დაშავდა 151 ადამიანი.