ამინდი მკვეთრად იცვლება - სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ
1745501551
რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული კომბინირებული იერიშის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ვიზიტის პროგრამა შეკვეცა. ინფორმაციას ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკი საკუთარი „ტელეგრამის“ არხზე ავრცელებს.
როგორც ზელენსკიმ განაცხადა, მისი ვიზიტის დროს გათვალისწინებული შეხვედრების ნაწილი გაუქმდება და სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტ სირილ რამაფოსასთან შეხვედრის შემდეგ ის უკრაინაში დაბრუნდება.
მისივე თქმით, ის მიაწვდის ინფორმაციას სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტს არსებული მდგომარეობის შესახებ და გლობალური დიპლომატიური ძალისხმევის გააქტიურების აუცილებლობაზე ისაუბრებს.
ზელენსკის განცხადებით, დარტყმების შეჩერება აუცილებელია დაუყოვნებლივ და უპირობოდ.
„უკვე 44 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც უკრაინა დაეთანხმა ცეცხლისა და დარტყმების სრულად შეწყვეტას. ეს იყო აშშ-ის წინადადება. 44 დღეა რუსეთი აგრძელებს ადამიანების მკვლელობას და თავს არიდებს ხისტ ზეწოლას და პასუხისმგებლობას“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.
ცნობისთვის, რუსეთმა კიევზე მასირებული იერიში მიიტანა. თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, ცხრა ადამიანია დაღუპული, ხოლო 68 დაშავებული.