"286 დღის შემდეგ" - მედია კოსმოსიდან დაბრუნებული ქალის ფოტოებს აქვეყნებს
1742412296
ღამით რუსეთმა უკრაინაზე 145 დრონითა და ბალისტიკური რაკეტებით მასშტაბური იერიში მიიტანა. უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო 72 დრონი, მათ შორის 45 კიევის ოლქში.
მედიის ცნობით, თავდასხმა განხორციელდა ხარკოვის, პოლტავის, სუმის, ჩერნიგოვის, ჩერკასის, კიევის, ჟიტომირის, ვინიცის, კიროვოგრადის, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიესა და ოდესის ოლქებზე.
იერიშის შედეგად კიევის ოლქში ორი ადამიანი დაშავდა, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები და ავტომობილები. კერძოდ, სამართალდამცველების განცხადებით, ბუჩის რაიონში დაზიანდა 20 ორსართულიანი სახლი, 15 კერძო სახლი და 19 ავტომობილი.