1732386875
რუსეთის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების საფრთხე რეალურია - ბაიდენი
„რუსეთის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენება რეალურია“ - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დღეებში მსგავსი გაფრთხილება არა ერთხელ გაისმა, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიერ ქვეყნის დატოვების წინ ბრიუსელში გამგზავრებამდე გაკეთებული ეს განცხადება ნათელს ხდის, რომ მსოფლიო რეალური კატასტროფის წინაშე დგას.
„ვფიქრობ, რომ ეს რეალური საფრთხეა. ამას ვეტყვი მათ პირდაპირ, ვეტყვი ყველაფერს რაც საჭიროა რომ ვუთხრა, როცა ევროპაში ჩავალ“, - განაცხადა ბაიდენმა.