1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთი ცივილიზებული სამყაროსგან იზოლირებული ხდება. დღეს ცნობილი გახდა, რომ სატელიტური მეტეოროლოგიის ევროპული ორგანიზაცია EUMETSAT რუსეთთან მეტეოროლოგიური მონაცემების გაზიარებას წყვეტს.
რა მნიშვნელობა აქვს რუსეთისთვის ამინდის პროგნოზის მიწოდების გაუქმებასა და აღნიშნული ფაქტი, რა მხრივ შეუშლის ხელს პუტინის მზაკვრულ გეგმას, რაც ქიმიური და ბაქტერიული იარაღის გამოყენებას უკავშირდება - საკითხებზე „პრაიმტაიმთან“ საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი ნიკა ჩიტაძე საუბრობს.
როგორც ჩიტაძე აცხადებს, რუსეთისთვის ამინდის პროგნოზის მიწოდების გაუქმება ნიშნავს, რომ რუსეთს ქიმიური და ბაქტერიული იარაღის გამოყენების პროცესში ხელი შეეშლება.
„მოგეხსენებათ, ქიმიური, ბაქტერიული და ბირთვული იარაღი მასობრივი განადგურების საშუალებაა, მათგან ყველაზე საშიში ბირთვული იარაღია. ის ფაქტი, რომ რუსეთს ამინდის პროგნოზი აღარ ექნება, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ქიმიური და ბაქტერიული იარაღის გამოყენების დროს, ქარის მოძრაობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ასეთ შემთხვევაში, მათ არ ეცოდინებათ ზუსტად, სად უნდა გამოიყენონ ქიმიური და ბაქტერიული იარაღი. ეს ფაქტი მათ გამოყენებას შეაფერხებს და მისი გამოყენების უფრო ნაკლები ალბათობა იქნება“,- განაცხადა ჩიტაძემ.
არსებობს ინფორმაცია, რომ ვლადიმერ პუტინი უკრაინასთან ომის გახანგრძლივებას მაისამდე აპირებს. კითხვაზე, ამ პერიოდში, როგორ განვითარდება პროცესები და ვინ იქნება გამარჯვებული მხარე? - ჩიტაძე გვპასუხობს:
„პროცესები უკრაინის სასარგებლოდ განვითარდება. უკრაინა იღებს და მიიღებს დამატებით სამხედრო საშუალებებს, რუსეთის სამხედრო პოტენციალი კი მცირდება. ჩანს, რომ უკრაინა ამ ომში გამარჯვებული გამოვა“,- განაცხადა ჩიტაძემ.
ცნობისთვის, დღეც ცნობილი გახდა რომ სატელიტური მეტეოროლოგიის ევროპული ორგანიზაცია EUMETSAT რუსეთთან მეტეოროლოგიური მონაცემების გაზიარებას წყვეტს, ინფორმაციას გამოცემა Nexta ავრცელებს. Nexta აღნიშნავს, რომ მანამდე რუსეთთან თანამშრომლობაზე სამმა მსგავსმა ორგანიზაციამ თქვა უარი.