VIDEO: მაქსიმ გალკინმა მისთვის ყველაზე საყვარელი ქართული სიმღერა დაასახელა და გამომწერებს უმღერა
1740247052
უკრაინაში შეჭრის საპასუხო ქმედებების ფარგლებში, ბაიდენის ადმინისტრაცია სანქციებს რუსეთის ფედერაციის დუმის დეპუტატების უმრავლესობას დაუწესებს.
ამის შესახებ ინფორმაციას Wall Street Journal-ი ავრცელებს.
WSJ-ს ცნობით, ჯო ბაიდენი ევროპაში ვიზიტის დროს დუმის 300-ზე მეტი დეპუტატისთვის სანქციების დაწესებას გეგმავს. აშშ-ს პრეზიდენტი NATO-ს მოკავშირეებს შემდგომი ქმედებების განსასაზღვრად შეხვდება.
აშშ-ს ოფიციალური პირების თქმით, ეს სანქციები ევროკავშირთან და დიდი შვიდეულის ქვეყნებთან კოორდინაციის შედეგად დაწესდება.
მომავალი სანქციების პაკეტი, რომელიც ომის მეოთხე კვირაშ ამოქმედდება, მოიცავს 400 ინდივიდს, მათ შორის 325 დეპუტატს.