რუსეთის მიერ გახსნილი ჰუმანიტარული დერეფნების საშუალებით, მოსახლეობა გასვლას მხოლოდ რუსეთისა და ბელარუსის მიმართულებით შეძლებს - BBC

ომი უკრაინაში

რუსეთის მიერ უკრაინაში გახსნილი ჰუმანიტარული დერეფნების საშუალებით, მოსახლეობა გასვლას მხოლოდ რუსეთისა და ბელარუსის მიმართულებით შეძლებს, ამის შესახებ ინფორმაციას რუსულ მედიაზე დაყრდნობით,  BBC ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, კიევის მოსახლეობის ჰუმანიტარული დერეფნები რუსეთის მოკავშირე ბელარუსისკენ მიემართება, ხარკოვის მოსახლეობას კი რუსეთის მიმართულებით. ხოლო მარიუპოლიდან და სუმიდან დერეფნები მიმართული იქნება, როგორც სხვა უკრაინული ქალაქებისკენ, ასევე რუსეთისკენ.

ცნობისთვის, BBC-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ევაკუაციის მარშრუტები განისაზღვრა დედაქალაქ კიევში, ასევე ხარკოვში, მარიუპოლსა და სუმში, რომლებიც ამჟამად რუსეთის თავდასხმის ქვეშაა.