რას ნიშნავს გარდაცვლილი ადამიანის სიზმარში ნახვა: ეზოტერიკოსი გვირჩევს, უნდა ვინერვიულოთ თუ არა
1767991226
რუსეთის საოკუპაციო ძალების მხრიდან დაბომბვის შედეგად ოდესასთან სავაჭრო გემი Helt-ი ჩაიძირა, რომელიც პანამის დროშის ქვეშ ცურავდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით უკრაინული მედია ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ სავაჭრო გემი ოდესის ყურის შესასვლელთან იმყოფებოდა, დაბომბვის შედეგად დაიშალა და ფსკერზე ჩაიძირა.
გემის ეკიპაჟი 6 ადამიანისგან შედგებოდა. 2-მა მათგანმა სამაშველო ნავში გადასვლა შეძლო, ეკიპაჟის დანარჩენი წევრები კი, სავარაუდოდ, დაიღუპნენ. ამ ეტაპზე, შეუძლებელია სამაშველო ოპერაციის წარმოებაც, რადგან ოდესის პორტი რუსეთის სამხედრო გემების სამიზნეს წარმოადგენს.
Reuters-ი წერს, რომ სატვირთო გემი ესტონეთის საკუთრებაა. ეკიპაჟი კი უკრაინელი და რუსი მეზღვაურებისგან შედგებოდა.