წყნარი ოკეანის ფსკერიდან 40 წელზე მეტია იდუმალი სიგნალები ისმის - მეცნიერებმა წყარო აღმოაჩინეს
1760719477
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთისთვის მთავარი სამიზნე უკრაინის დედაქალაქი - კიევი და ქალაქი ხარკოვია.
როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ ახალ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, სახელმწიფოს ძირითადი პრიორიტეტი დედაქალაქის დაცვაა, თუ დედაქალაქს დაიცავენ - დაცული იქნება ქვეყანაც.
„ეს არის სახელმწიფო ტერორიზმი. ყველას მოვუწოდებთ სასწრაფო რეაგირებისკენ.რუსეთისთვის ახლა ხარკოვი და კიევი - მთავარი სამიზნეა. დედაქალაქის თავდაცვა - სახელმწიფოსთვის ძირითადი პრიორიტეტია. დავიცავთ კიევს - დავიცავთ ქვეყანას," - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.