1743833500
„დიდება ჩვენს საჰაერო თავდაცვას“ - კიევში ღამით მომხდარი აფეთქებების დროს რუსული საჰაერო ობიექტები უკრაინის თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური კიევში ღამით მომხდარ აფეთქებაზე მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს - წინასწარი ინფორმაციით, კიევში ღამით მომხდარი აფეთქებების დროს საჰაერო ობიექტები უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების მიერ იქნა ჩამოგდებული.
„ინტერნეტ რესურსების მონიტორინგის დროს მოძიებულ იქნა ინფორმაცია, რომ კიევში, ღამის 2-დან 3 მარტამდე რამდენიმე აფეთქება განხორციელდა (3-4 აფეთქება).
მოსახლეობისგან საგანგებო სიტუაციების სამსახურში განაცხადები არ შესულა.
წინასწარი ინფორმაციით, საჰაერო ობიექტები საჰაერო თავდაცვის ძალების მიერ იქნა ჩამოგდებული. აფეთქების ადგილსა და რაოდენობაზე ინფორმაცია ზუსტდება.
ასე რომ, დიდება ჩვენს საჰაერო თავდაცვას.“ - აღნიშნულია განცხადებაში.