პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
უკრაინის მთავრობამ საკუთარ მოქალაქეებს ოკუპანტებისთვის ცეცხლის გახსნის უფლება ოფიციალურად მისცა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
გადაწყვეტილება უმაღლესი რადის სამართალდამცავმა კომიტეტმა მიიღო.
კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ანდრეი ოსადჩუკმა განაცხადა, რომ ახლა უკრაინელ მოქალაქეებს შეუძლიათ რუს ოკუპანტებს ესროლონ.
„უკრაინის უმაღლესი რადას სამართალდამცავმა კომიტეტმა ახლახანს ერთხმად დაუჭირა მხარი ძარცვისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის მნიშვნელოვან გამკაცრებას და გააუქმა ყველა შეზღუდვა მოქალაქეების მიერ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებაზე რუსეთის ფედერაციის/სხვა ქვეყნის შეიარაღებული აგრესიის მოსაგერიებლად, საომარი მდგომარეობის დროს“, – განაცხადა რადას დეპუტატმა ანდრეი ოსადჩუკომ.