6 ლოცვა, რომელიც ყველა სურვილის ასრულებაში დაგეხმარებათ
1743972167
რუსმა ოკუპანტებმა გოსტომელის ადმინისტრაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, იური პრილიპკო დახვრიტეს. ამის შესახებ უკრაინული ტელგრამ არხები ჟურნალისტ იური რომანენკოზე დაყრდნობით წერენ, რომელიც ინფორმაციას თავის მხრივ თვითმხილველებისგან იღებს.
„მათი ინფორმაციით, ოკუპანტები პრილიპკოს სახლის ეზოში შევიდნენ და იქ დახვრიტეს. ამ დროისთვის უკრაინის თავდაცვითი ძალები გოსტომელის აეროპორტში შევიდნენ და კადიროვის დაჯგუფების წევრებს ვარშავისკენ დევნიან. საბრძოლო მოქმედებები ვორზელსა და ბუჩას შორის მიმდინარეობს," - წერს იური რომანენკო, რომელიც არის უკრაინელი პოლიტოლოგი და ექსპერტი.