შეკრიბეთ თქვენი ტელეფონის ნომრის ციფრები და გაიგეთ, რა გავლენას ახდენს ის თქვენს ბედზე
1751718062
კიევის რეგიონში რუსი ოკუპანტები მოსახლეობაზე სსრკ-ის დროინდელი პასპორტების გაცემას გეგმავდნენ. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
გამოცემის ცნობით, ამას მოწმობს მონაცემები, რომელიც უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სამხედრო კონტრდაზვერვამ მიიღო.
„კიევის ოლქის აღების შემთხვევაში რუსი დამპყრობლები გეგმავდნენ აქ საოკუპაციო ადმინისტრაციის შექმნას და ფსევდორეფერენდუმის მოწყობას ადგილობრივი რესპუბლიკის გამოცხადებისთვის. მათ სურდათ ყველა მაცხოვრებლის აღრიცხვა და უკრაინული დოკუმენტების სანაცვლოდ სსრკ-ს პასპორტების იძულებით გავრცელება. სულ მცირე, პირველად რუსეთის ფედერაციაში დოკუმენტების გაცემამდე“, - ნათქვამია განცხადებაში.
კერძოდ, ქალაქ მაკაროვის მახლობლად მიტოვებულ სახლში, მტრის საცავში ყოფილი სსრკ-ს ცარიელი პასპორტებით აღმოაჩინეს.
„აღსანიშნავია, რომ ეს ფორმები იყო უკრაინული დიზაინის - უკრაინის სსრ-ს სახელით. ანუ მათზე ყველა წარწერა გაკეთდა არა მარტო რუსულ, არამედ უკრაინულ ენაზეც. მეტიც, ასეთი სერია უკრაინაში არ დამზადებულა 1990 წლიდან. ამრიგად, ყველა იდენტიფიცირებული ფორმა შემოტანილია რუსეთის ფედერაციიდან ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყებით“, - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც მედია წერს, ამ დროისთვის მიმდინარეობს გადაუდებელი საგამოძიებო და ოპერატიული მოქმედებები დანაშაულის ყველა გარემოების დასადგენად და დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემის მიზნით.