პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
რუსეთმა წყალქვეშა ფლოტის შესაძლო თავდასხმებისგან თავის დასაცავად შავი ზღვის ბაზაზე დელფინები განათავსა. აშშ-ს საზღვაო ინსტიტუტმა (USNI-მა) სატელიტური ფოტოების ანალიზით დაასკვნა, რომ სევასტოპოლის ნავსადგურში ორი დელფინი თებერვალში, ომის დაწყებისას გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას THE GUARDIAN-ი ავრცელებს.
USNI-ის ანალიზის მიხედვით, სევასტოპოლში მდებარე ბევრი რუსული ხომალდი რაკეტებისგან შორს არ არის, შესაბამისად, წყალქვეშა შეტევებისგან დაუცველია. სევასტოპოლი რუსეთის არმიისთვის მნიშვნელოვანი საზღვაო ბაზაა.
რუსეთს საომარი მიზნებისთვის დელფინების წვრთნის გამოცდილება აქვს - ქვეყანა წყლის ძუძუმწოვრებს იყენებს, რათა მოიპოვოს ობიექტები ან შეაჩეროს მტრის მყვინთავები. 2018 წელს სატელიტური სურათებით დასტურდება, რომ რუსეთი დელფინებს სირიის ომის დროსაც იყენებდა.
ცივი ომის დროს, აშშ-მ და საბჭოთა კავშირმა დელფინების საომარი მიზნებისთვის გამოყენება დაიწყეს, რადგან მათ ექოლოკაციის საშუალებით, შეუძლიათ აღმოაჩინონ წყალქვეშა ობიექტები, როგორიცაა ნაღმები.