დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, მარია ზახაროვა დასავლეთს მოუწოდებს, რუსეთის მოთმინების გამოცდა შეწყვიტოს.
„რუსეთის წინააღმდეგ ასეთი აგრესია უპასუხოდ ვერ დარჩება. ჩვენ გვსურს, რომ კიევმა და დასავლეთის დედაქალაქებმა სერიოზულად მიიღონ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადება, რომ შემდგომ პროვოკაციას, რომელიც უკრაინას რუსეთის ობიექტებზე დარტყმისკენ უბიძგებს, რუსეთის მხრიდან მკაცრი პასუხი მოჰყვება. დასავლეთის ქვეყნების მრჩევლები, რომლებიც რჩებიან უკრაინის გადაწყვეტილების მიმღებ ცენტრებში, სულაც არ იქნება პრობლემა რუსეთის საპასუხო ზომებისთვის. ჩვენ არ გირჩევთ ჩვენი მოთმინების გამოცდის გაგრძელებას“,- აღნიშნა ზახაროვამ.
რუსეთის საგარეო უწყების პრესსპიკერმა დაასახელა გაერთიანებული სამეფოს შეიარაღებული ძალების მინისტრი, ჯეიმს ჰეპი და აღნიშნა, რომ მისი სიტყვები იმის შესახებ, რომ უკრაინისთვის „სრულიად ლეგიტიმურია“ რუსეთის ტერიტორიაზე მის ლოგისტიკაზე დარტყმა, კიევში ასეთი ქმედებისკენ მოწოდებად მიიღეს.
ზახაროვას თქმით, „სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჰეპი ეფექტურად მოუწოდებდა კიევს ნატო-ს ქვეყნების მიერ მიწოდებული იარაღის გამოყენებაზე“. მისი მტკიცებით, უკრაინის მთავრობა მხოლოდ დასავლეთის მარიონეტული რეჟიმია, რომელსაც არ აქვს დამოუკიდებლობა, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის კი იყენებენ.
„ვხედავთ, რომ ზელენსკის რეჟიმი არ არის დამოუკიდებელი და რომ მისი გადაწყვეტილებები მთლიანად უცხოელ კურატორებზეა დამოკიდებული. მე მჯერა, რომ დასავლელი კურატორები ცდილობენ დაამკვიდრონ აზრი, რომ მისი ქმედებები დამოუკიდებელია. დარწმუნებული ვარ, რომ ასე ფიქრობს ადამიანთა ჯგუფი, რომელსაც ჩვენ კიევის რეჟიმს ვუწოდებთ, რომ დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს ღებულობენ და აკონტროლებენ სიტუაციას. ეს მხოლოდ ილუზიაა. თქვენ გიყენებენ“, - აღნიშნა ზახაროვამ.