რუსებმა შტურმი მიიტანეს მარიუპოლში „აზოვსტალის“ ქარხანაზე, სადაც ასობით მოქალაქე აფარებს თავს, შტურმი დაიწყო

მარიუპოლი

მარიუპოლში „აზოვსტალის“ ქარხანაზე, სადაც ასობით მოქალაქე აფარებს თავს საოკუპაციო ძალებმა შტურმი დაიწყეს. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.

„ოკუპანტები ურტყამს არა მხოლოდ ზემძლავრი ბომბებით აზოვსტალში, არამედ არტილერიიდან და ტანკებიდან ისინი აგრძელებენ ქაოტურ დარტყმებს მარცხენა სანაპიროს უბნის საცხოვრებელ სექტორზე, მეოტიდას ბულვარის ხაზის გასწვრივ“, - განაცხადა მარიუპოლის მერის მრჩეველმა.

ნდრიუშჩენკოს თქმით, 18 აპრილს ოკუპანტებმა მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის ამ ზონაში შესვლა გახსნეს, რათა მათ სახლებიდან ნივთები წაეღოთ.

„სავალდებულო თეთრი ლენტების გათვალისწინებით, რომლითაც რუსები საკუთარ თავს იდენტიფიცირებენ, ოკუპანტები აგრძელებენ მშვიდობიანი მოსახლეობის გამოყენებას „სატყუარად“ უკრაინელი სნაიპერებისთვის“, - განაცხადა მერის მრჩეველმა.