„მე კატეგორიულად არ ვნიშნავ ამ პრეპარატს“ - თემურ მიქელაძე
1791574281
ევროპაში საერთაშორისო თაღლითობის სავარაუდო ქსელი გამოავლინეს, რომლის წევრებსაც მილიონზე მეტი მეორადი მობილური ტელეფონის ახალ მოწყობილობებად გასაღებაში ადანაშაულებენ. გამოძიების თანახმად, სქემით მომხმარებლებსა და სახელმწიფო ბიუჯეტს ასობით მილიონი ევროს ზიანი მიადგა.
პროკურატურის ინფორმაციით, 2026 წლის 29 სექტემბერს ჩატარებული საერთაშორისო ოპერაცია 19 ქვეყანას მოიცავდა. სამართალდამცველებმა 160-ზე მეტი ჩხრეკა ჩაატარეს და შვიდი ადამიანი დააკავეს.
გამოძიების ვერსიით, კრიმინალური ქსელი მეორად ტელეფონებს ყიდდა ისე, თითქოს ისინი ახალი იყო. სავარაუდო ზარალმა მინიმუმ 300 მილიონი ევრო შეადგინა.
საქმე საერთაშორისო მასშტაბის გამოძიების საგანია. ეჭვმიტანილთა ბრალეულობა სასამართლომ უნდა დაადგინოს.