1791570985
14 წლის მოზარდს ყბა მოტყდა, 15 წლის მოზარდმა ხელის მტევანი დაკარგა... - Reuters-მა საფრანგეთში პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენებით გამოწვეული დაზიანებების 28 შემთხვევა დააფიქსირა
საფრანგეთში, საგანმანათლებლო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით მიმდინარე ორკვირიანი სტუდენტური პროტესტის ფონზე, ადგილობრივი პოლიცია მზარდი კრიტიკის ქვეშ მოექცა.
სააგენტო Reuters-მა პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენებით გამოწვეული დაზიანებების 28 შემთხვევა დააფიქსირა. მათ შორის არის 14 წლის მოზარდი, რომელსაც ცრემლსადენი გაზის ყუმბარის მოხვედრის შედეგად ყბა მოტყდა, 15 წლის მოზარდი, რომელმაც ხელის მტევანი დაკარგა და ორი ადამიანი, რომელმაც თვალის დაზიანება მიიღო.
პოლიციის საქმიანობის ზედამხედველი ორგანო 24 შემთხვევას იძიებს, ხოლო ხელისუფლებამ 6 877 ადამიანი დააკავა, რომელთა უმეტესობაც არასრულწლოვანია. საპროტესტო ტალღის განმავლობაში, საერთო ჯამში, დაახლოებით 200 სტუდენტი და 700 პოლიციელი დაშავდა.












