უკრაინის საგარეო უწყება კიევში მომუშავე დიპლომატიურ წარმომადგენლობებს, მათ შორის საქართველოს საელჩოს, მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის

უკრაინა

„კიევში, ყოველდღიურად, უფრო და უფრო მეტი დიპლომატიური წარმომადგენლობა აახლებს მუშაობას. ეს არის ერთ-ერთი მტკიცებულება იმისა, რომ მსოფლიო მხარს უჭერს უკრაინას და მისი სჯერა“, - ამ ტექსტით აქვეყნებს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომელთა წარმომადგენლობებიც უკრაინაში არიან.

„დღეისთვის, დედაქალაქში 16 დიპლომატიური წარმომადგენლობა მუშაობს: ევროკავშირი, საფრანგეთი, იტალია, ლატვია, ლიტვა, ესტონეთი, პოლონეთი, თურქეთი, ჩეხეთი, სლოვენია, ვატიკანი, მოლდოვა, საქართველო, ირანი, ყაზახეთი, ტაჯიკეთი. მადლობა ჩვენს მეგობრებს მხარდაჭერისთვის!“, - წერს უკრაინის საგარეო უწყება.