კესარია აბრამიძის ოჯახი პირველ განცხადებას ავრცელებს
1727984940
უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის მინისტრი ირინა ვერეშჩუკის თქმით, რუსმა ოკუპანტებმა, შესაძლოა, საშობაო პერიოდში ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდებარე ეკლესიებში ტერორისტული აქტები განახორციელონ.
„არსებობს ინფორმაცია, რომ მართლმადიდებლურ შობას რუსები ამზადებენ ტერორისტულ თავდასხმებს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეკლესიებში. მოვუწოდებ მოქალაქეებს სიფრთხილე გამოიჩინონ და თუ შესაძლებელია, თავი შეიკავონ ხალხმრავალი ადგილებზე თავშეყრისგან. გაუფრთხილდით საკუთარ თავს“, - აცხადებს ვერეშჩუკი.
5 იანვარს კრემლის ლიდერმა ვლადიმერ პუტინმა საშობაოდ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ბრძანება გასცა. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ კრემლს სურს, შობა ერთგვარ საბაბად გამოიყენოს, რათა ცოტა ხნით მაინც შეაჩეროს უკრაინელი მებრძოლების წინსვლა დონბასში.