რუსები ხერსონში ქუჩის ბრძოლებისთვის ემზადებიან - უკრაინის გენშტაბი

ხერსონი

უკრაინის გენშტაბის განცხადებით, ანექსირებულ ხერსონში რუსი სამხედროები სამოქალაქო ფორმას იცვამენ, იკავებენ მშვიდობიანი მოქალაქეების კუთვნილ შენობებს და ამაგრებენ პოზიციებს, რათა ქუჩის ბრძოლები აწარმოონ.

„რუსი პროპაგანდისტი ჟურნალისტები გეგმავენ, ქალაქში გადაიღონ ვიდეომასალა, თუ როგორ ანადგურებენ მშვიდობიან მოქალაქეებს უკრაინის თავდაცვის ძალები“, – ნათქვამია უკრაინის გენშტაბის განცხადებაში.

ბოლო ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა დასახლებულ პუნქტ მაიორსკთან დიდი დანაკარგი განიცადეს – დაიღუპა 30 და დაიჭრა 120 სამხედრო.

ასევე ლისიჩანსკში, ბატალიონ „ახმატზე“ დარტყმის შედეგად მოკლულია 30 ადამიანი, 15 კი დაშავდა. უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, საერთო ჯამში, ბოლო დღე-ღამეში რუსებმა 530 სამხედრო მოსამსახურე დაკარგეს.  რუსებს ყველაზე დიდი დანაკარგი ლიმანის, ბახმუტისა და ავდეევკის მიმართულებით აქვთ.