პატრიარქმა თქვა, რომ მოსწონს Jesus Christ Superstar და თავადაც უკრავს - დეკანოზი ალექსანდრე გალდავა

პატრიარქი

დეკანოზი ალექსანდრე გალდავა რუბრიკაში „პირადი ნივთები“ მუსიკასთან მის დამოკიდებულებაზე საუბრობს და იხსენებს, რომ ბავშვობაში გიტარით იყო გატაცებული და როკ-ბენდშიც უკრავდა.

„პატარაობიდან დავდიოდი გიტარაზე. ჩემი პირველი პედაგოგი ოთარ რამიშვილი იყო. მამაჩემი სულ მანებივრებდა ახალი გიტარით. ბენდს „როკერსი“ ერქვა და სარდაფებში ვუკრავდით...

ეკლესიაში რომ წავედი, ცოტა მკაცრი დამოკიდებულება იყო, რაიმე ცოდვაში რომ არ ჩავარდნილიყავი. დამეხმარა უწმინდესი, რომელმაც ერთ-ერთი აუდიენციის დროს თქვა, რომ თავადაც უკრავდა და მოსწონს Superstar მუსიკალურად“, - ჰყვება დეკანოზი ალექსანდრე გალდავა.

შეგახსენებთ, რომ ცნობილი როკ-ოპერა „იესო ქრისტე სუპერვარსკვლავი“ (Jesus Christ Superstar) შეიქმნა 1970 წელს, კომპოზიტორ - ენდრიუ ლოიდ უებერი, ტექსტების ავტორი ტიმ რაისი.

როკ-ოპერა ეფუძნება სახარების ცნობილ სიუჟეტს, მაგრამ აქცენტი გადააქვს იესოსა და იუდა ისკარიოტელის ურთიერთობებზე.

„იესო ქრისტე სუპერვარსკვლავი“ აგრეთვე გამოვიდა როგორც ფილმი და დაიდგა მსოფლიოს უამრავ თეატრში.

„იესო ქრისტე სუპერვარსკვლავი“ ბროდვეიზე და ლონდონის უესტ-ენდის თეატრში დადგმამდე გამოჩნდა მუსიკალური ალბომის სახით. ორიგინალურ ალბომზე იესოს პარტიას ასრულებს იენ გილანი, ჯგუფ Deep Purple-ის ვოკალისტი, ხოლო იუდას პარტიას - მიურეი ჰედი.