„იცხოვრე და განაგრძე მტრების და მეგობრების გაოცება, ძვირფასო, მეგობარო!“ - კანდელაკი კადიროვს დაბადების დღეს ულოცავს

თინა კანდელაკი და კადიროვი

რამზან კადიროვი 46 წლის გახდა. კრემლის პროპაგანდისტი, თინა კანდელაკი ჩეჩნეთის ლიდერს დაბადების დღეს Telegram არხზე ულოცავს.

ძვირფასო რამზან, მეგობარო, კოლეგავ, მებრძოლო, პოლიტიკოსო, ლიდერო. როგორც არ უნდა გიწოდებდნენ მეგობრები, ქვეშევრდომები, თაყვანისმცემლები, მტრები და უბრალოდ ინტერნეტის მომხმარებლები, სწორედ შენს მრავალფეროვნებაშია შენი მთავარი ძალა. არ გეშინია ცვლილებების, საკუთარი თავის იქ ძებნის, სადაც სხვები შენს ნახვას არც კი მოელიან.

გვაოცებ შესაძლებლობით ერთი სიტყვა თქვა იქ, სადაც შეიძლება ელოდო და ათასი სიტყვაც კი ვერ გაიგო. შენი იუმორი, ირონიული ხედვა მიმდინარე მოვლენებზე გულწრფელად აოცებს მათ, ვინც ამ კუთხით არ გიცნობს.
გისურვებ არ გაჩერდე უკვე მიღწეულ შედეგებზე. მჯერა, რომ კიდევ ბევრს მოვისმენთ შენს ახალ ღირსებებზე. ყველა მებრძოლი ოდესღაც ხდება ბრძენი და ფილოსოფოსი, ლიდერი, ვის სიტყვებსაც ქვებზე კვეთენ და წიგნის ფურცლებზე ეძებენ. იცხოვრე და განაგრძე მტრების და მეგობრების გაოცება ძვირფასო მეგობარო! - წერს თინა კანდელაკი.