1741011204
Reuters: თეთრი სახლის წარმომადგენელმა ეჭვი გამოთქვა, რამდენად მიზანშეწონილი იქნება ზელენსკის ვაშინგტონში ვიზიტი, თუ უკრაინის ლიდერის განცხადებით, წიაღისეულის შესახებ შეთანხმება დასრულებული არ არის

თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ეჭვი გამოთქვა, რამდენად მიზანშეწონილი იქნება უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ვაშინგტონში ვიზიტი, თუ უკრაინის ლიდერის განცხადებით, წიაღისეულის შესახებ შეთანხმება დასრულებული არ არის. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
„თუ უკრაინის ლიდერი ამბობს, რომ შეთანხმება არ არის დასრულებული, მე ვერ ვხედავ [ვაშინგტონში] მოწვევის მიზანშეწონილობას. არის მოლოდინი, რომ მისი ჩამოსვლა იქნება საბოლოო პოზიციის აღიარება და ის არ დგას საბოლოო პოზიციაზე“, - აღნიშნა თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.