პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ცნობილი ამერიკელი რეჟისორი, ოლივერ სტოუნი, რომელმაც ვლადიმერ პუტინის შესახებ გახმაურებული ფილმი "ინტერვიუ პუტინთან" 2017 წელს გადაიღო, ამერიკელი კოლეგების კრიტიკის ქარცეცხლში კინოსურათის პრემიერაზევე გაეხვა - მაშინ, ამერიკის კინოინდუსტრიაში დიდი კრიტიკა მოყვა.
ინდუსტრიის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ პუტინზე ფილმი არაობიექტურია და რუსეთის პრეზიდენტი დადებით კონტექსტში ჩანს.
"ინტერვიუ პუტინთან" უფრო პოპულარულია თუ ამ ფილმზე პუტინის კომენტარი, ძნელი სათქმელია. მაშინ, ფედერაციის პრეზიდენტმა raintv.ru-თან ასეთი რამ თქვა:
"სტოუნის ფილმის ყურებისას "ინტერვიუ პუტინთან" ჩამეძინა, მაგრამ ვაპირებ, ბოლომდე ვუყურო"...
ახლა, საინტერესოა პუტინის მიმართ სუბიექტურობასა და დადებით პერსონად წარმოჩენაში დადანაშაულებული რეჟისორი, დემოკრატიის შუქურის ქვეყნიდან, უკრაინაში მიმდინარე საზარელ მოვლენებზე რას ფიქრობს და როგორ აფასებს რუსულ სამხედრო აგრესიას მაშინ, როცა მისი სამშობლო რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ გამოცხადების ინიციატივით გამოდის.
საყურადღებოა, რომ ბაიდენის ამ ხმაურიან განცხადებაზე პუტინი ვეღარ იძინებს და მსოფლიოს რუსოფობიაში თავად ადანაშაულებს.
ამ ნაწილშიც ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე 5 წლით ადრე, ამერიკელ სტოუნს და პუტინის რუსეთს ერთმანეთის უსიტყვოდ ესმოდათ, მაშინ მისტერ ოლივერი ამბობდა, რომ "აშშ-ს სწრაფვა, მსოფლიო აკონტროლოს, კატასტროფულ შედეგებს მოიტანს"...
ახლა, მსოფლიოსთვის კატასტროფის მომტან შედეგებამდე მისული რუსეთის მიმართ სტოუნს როგორც ჩანს, პოზიცია არ შეუცვლია.
ის Twitter-ზე რუსული პროპაგანდის ამსახველ სტატიებს აზიარებს და ეჭვქვეშ მაგალითად ბუჩას ტრაგედიას აყენებს. ასევე, ამერიკელი რეჟისორი უნდობლობას შტატებში რეგისტრირებულ კომპანიას MAXAR-ს აყენებს, რომელიც ომის ამსახველ ფოტოკადრებს ხშირად აქვეყნებს...
(1/3) For some Sherlock Holmes clues to what’s really going on in #Bucha, here are some other reported observations: https://t.co/K393j152Y3
— Oliver Stone (@TheOliverStone) April 14, 2022
"ზოგიერთი შერლოკ ჰოლმსისთვის მინიშნება, თუ რა ხდება სინამდვილეში ბუჩაში..." - ასეთი მრავლისმთქმელი ფრაზით ეხმაურება ოლივერ სტოუნი პრორუსულ სტატიას სათაურით: "Sputnik და Fakodrom. რა არის ცნობილი ბუჩაში არსებულ ვითარებაზე, ტყუილი ბუჩას შესახებ..."
(3/3) For some Sherlock Holmes clues to what’s really going on in #Bucha, here are some other reported observations: https://t.co/1bkuIXi1YJ
— Oliver Stone (@TheOliverStone) April 14, 2022
ასევე, სტოუნი ზელინსკისა და პუტინის ფოტოს აქვეყნებს, რომელსაც ასე ეხმაურება:
„მათთვის, ვისაც სჯერა მედიაში წაკითხულის, აქ არის რაღაც დასაღეჭი: შვეიცარიის დაზვერვის გადამდგარი პოლკოვნიკი, რომელიც მსახურობდა უკრაინასა და NATO-ს სასწავლო ოპერაციებში, მიუკერძოებელი წყაროა.
(1/4) For those of you who believe what you read in the media, here is something to chew on: The reporter, #JacquesBaud, a retired Colonel in Swiss Intelligence who served in #Ukraine in #NATO training operations, is an impartial source. https://t.co/ceeLpWJVKr
— Oliver Stone (@TheOliverStone) April 14, 2022
ამის დამადასტურებლად სტოუნი პოლკოვნიკის ინტერვიუს აქვეყნებს.
ხოლო "მიუკერძოებელი წყარო, გადამდგარი შვეიცარიელი პოლკოვნიკი კი ირწმუნება, რომ დონბასში, რუსეთის მიერ ანექსირებულ ლუგანსკისა და დონეცკში ცნობილი რეფერენდუმი პუტინის რჩევის საწინააღმდეგოდ ჩატარდა.
.