ვინ არის თურქი ექიმი, ვინც ქართველ გოგონას ყბა-სახის ოპერაცია გაუკეთა
1742541837
რუსეთი მზად არის შეწყვიტოს საომარი მოქმედებები „მომენტალურად", თუ უკრაინა კონკრეტულ პირობებს დათანხმდება. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
პესკოვის განმარტებით სამხედრო ინტერვენცია შეწყდება თუ:
უკრაინა უარს იტყვის ნებისმიერ ბლოკში გაწევრებაზე;
აღიარებს ყირიმს რუსეთის ნაწილად;
აღიარებს ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობას.
„მათ უნდა შეიტანონ შესწორება კონსტიტუციაში, რომლის მიხედვითაც, უკრაინა უკუაგდებს ნებისმიერ ბლოკში გაწევრების ყოველგვარ მიზნებს. ჩვენ ასევე, ვისაუბრეთ იმაზე, რომ უკრაინამ უნდა აღიაროს ყირიმი რუსეთის ნაწილად და ამასთანავე, უნდა აღიარონ ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა. სულ ეს არის. ეს შეიძლება შეწყდეს ნებისმიერ მომენტში,“- განაცხადა პესკოვმა.