ზოდიაქოს 4 ნიშნისთვის 2025 წელი განსაკუთრებით იღბლიანი იქნება
1732220591
ქართველი ოპერატორი გიორგი ჯიბღაშვილი უკრაინელმა ჯარისკაცმა გადაარჩინა. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „ფორმულას“ ოპერატორი სოციალურ ქსელში თავად ავრცელებს.
მისი თქმით, რუსი ოკუპანტი 15 მეტრიდან უმიზნებდა.
„ეს ის უკრაინელი ჯარისკაცია, რომელმაც შეამჩნია რუსი, რომელიც 15 მეტრიდან მიმიზნებდა და წამის მეასედში მკრა ხელი, ზურგს უკან მომყვებოდა და გამომიყვანა სამშვიდობოს. რის მერეც რამდენიმე წუთში დაიბომბა ის ტერიტორია, სადაც შეგვამჩნიეს. მიყვარხართ დედამიწაზე ყველა ერზე მეტად. თქვენ ხართ, გული და სული რომელიც ჩემშია“, - წერს გიორგი ჯიბღაშვილი.