პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
გავრცელდა ინფორმაცია, რომ აპლიკაცია Photolab (Photolab.me), რომლის მეშვეობითაც ადამიანები საკუთარ ფოტოებს ამუშავებენ და ამით უკრაინის მხარდაჭერას გამოხატავენ, რუსული დაზვერვის პროექტია. ეჭვს აჩენს ის ფაქტიც, რომ აპლიკაცია ოკუპანტების ქვეყანაშია რეგისტრირებული.
კიბერუსაფრთხოების ექსპერტი, ანდრო გოცირიძე „პრაიმტაიმთან“ აღნიშნულ ფაქტს ადასტურებს და ყველას, ვისაც ეს აპლიკაცია ჯერ კიდევ არ ჩამოუტვირთავს საკუთარ მოწყობილობაში, თავის შეკავებას ურჩევს.
რუსული სადაზვერვო სამსახურები აქტიურად იყენებენ აპლიკაციებს, რომლებიც საკუთარი სურათის გაზიარებას ითხოვს ნებისმიერი საბაბით. მაგალითად, რამდენიმე წლის წინაც ფართოდ გავრცელებული აპლიკაცია მომხმარებლის ფოტოს მიხედვით სიბერის ვიზულის მოდელირებით პირდაპირ იყო დაკავშირებული რუსეთის ფედერალურ უშიშროების სამსახურთან. ამ მეთოდით ხდება ადამიანზე ბიომეტრიულ და სხვა ტიპის მონაცემებს შეგროვება.
მიღებული მონაცემების გამოყენება მრავალგვარია: მაგალითად, ჭკვიანი კამერების მეშვეობით, ობიექტის გადაადგილების თვათვალი, შანტაჟისა და თერორისტული აქტისთვის ობიექტის ვიზულურ კონტროლზე გადაცემა და სხვა. მონაცემები შესაძლოა, ასევე Deep Fake-სთვის იყოს გამოყენებული. Deep Fake - ესაა შედარებით ახალი ტექნოლოგია, რომელიც ობიექტური და ვირტუალურ რეალობის სინთეზით ქმნის გარკვეულ ეფექტებს. რუსეთი ამგვარ ტექნოლოგიას ხშირად იყენებს, როგორც ფეიკ-ნიუსის სესაქმნელად, ასევე საინფორმაციო კონფრონტაციის გასაღრმავებლად. პუტინის სტიუარდესებთან სეხვედრაც გაყალბებული რეალობის ტექნოლოგიით აღმოჩნდა შექმნილი.
სასურველია, რუსულ აპლიკაციებს მოვერიდოთ, რადგან ისინი ძალიან ბევრ მონაცემზე ითხოვენ წვდომას და ამ მონაცემებს აუცილებლად გადასცემენ რუსულ სპეცსამსახურებს. უსაფრთხოა იმ აპლიკაციების გამოყენება, რომლებიც მონაცემტა დაცვლის ევროპულ კანონმდებლობას ითვალისწინებენ ან ამერიკული კომპანიების მიერაა შექმნილი“, - განაცხადა ანდრო გოვირიძემ.