1737312489
პუტინის უგუნურმა ქმედებებმა შეიძლება პირდაპირი საფრთხე შეუქმნას მთელი ევროპის უსაფრთხოებას - ბორის ჯონსონი
„პრეზიდენტ პუტინის უგუნურმა ქმედებებმა შეიძლება პირდაპირი საფრთხე შეუქმნას მთელი ევროპის უსაფრთხოებას“,- ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინიტრმა, ბორის ჯონონმა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა.
ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ გაერთიანებული სამეფო „ყველაფერს გააკეთებს სიტუაციის გაუარესების თავიან ასაცილებლად.“
„ლიდერები შეთანხმდნენ, რომ რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს თავდასხმა ატომურ ელექტროსადგურზე და დაუშვას საგანგებო სიტუაციებს სამსახურების შეუზღუდავი წვდომა სადგურზე,“- ნათქვამია დაუნინგ სთრითის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.