უკრაინაში რესტორან „თბილისოს“ პურის საცხობი პურს უფასოდ არიგებს

თბილისო

უკრაინაში ომის დაწყების მეორე დღიდან, კიევში მდებარე პატარა რესტორან „თბილისოს“ პურის საცხობი, მოსახლეობას უფასოდ პურს ურიგებს. დღესაც, 15 საათიდან აქ პურის დარიგება მოსახლეობისთვის უფასოდ ხდება.

„ჩვენო ძვირფასო უკრაინელებო, „თბილისო“ ისევ უფასოდ დაარიგებს პურს,მობრძანდით. ვდგავართ ერთად", -ვკითხულობთ „თბილისოს“ გვერდზე.

საცხობში გამომცხვარ პურს უკრაინელებისთვის, MMA-ს ქართველი მებრძოლი, მირო ვანაძე უფასოდ არიგებს.

„ომი რომ დაიწყო, შემეძლო საქართველოში დაბრუნება, მაგრამ არ წამოვედი. დღეს მე აქ ვარ როგორც უკრაინელი. როგორც სპორტსმენი,რამეს თუ წარმოვადგენ, ეს უკრაინის დამსახურებაა.ჩავთვალე, რომ საქართველოში დაბრუნების დრო ახლა არ არის“, - ამბობს ვანაძე.„თბილისო“ კიევში რამდენიმე წელია ფუნქციონირებს და მისი მფლობელი თბილისელი ახალგაზრდაა, რომელსაც უკრაინელი მეუღლე და სამი შვილი ჰყავს.