„წაგებას არ ვიმსახურებდი, ამ გადაწყვეტილებას არ ვეთანხმები...“ - უმარ ნურმაგომედოვი
1737274450
პრეზიდენტ პუტინს ვესაუბრე, ამ ეტაპზე ის უარს ამბობს უკრაინაზე თავდასხმის შეჩერებაზე, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა.
„სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დიალოგის შენარჩუნება ადამიანური ტრაგედიის თავიდან ასაცილებლად. გავაგრძელებ ჩემს ძალისხმევასა და კონტაქტებს. თავიდან უნდა ავიცილოთ უარესი“, - დაწერა საფრანგეთის პრეზიდენტმა Twitter-ზე.
3 მარტს, კრემლის პრესსამსახურმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ ვლადიმერ პუტინმა ემანუელ მაკრონს სატელეფონო საუბარში განუცხადა, რომ რუსეთი უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის მიზნებს მიაღწევს, რაც არ უნდა მოხდეს.