ამ დარღვევისთვის მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდება და 5 ქულა ჩამოაკლდება - ახალი გაფრთხილება
1732308702
მოსკოვის „ლუჟნიკის“ სტადიონზე, სადაც იმართება აქცია-კონცერტი, რომელიც ყირიმისა და სევასტოპოლის ანექსიის მერვე წლისთავს ეძღვნება, მომღერლების, რუსეთის მერის და სხვა სტუმრების სიტყვით გამოსვლის შემდეგ, დაიწყო რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის გამოსვლა.
მან თქვა, რომ უკრაინაში საომარი მოქმედებების მთავარი მოტივი გახდა, თითქოსდა, დონბასში პრორუსულად განწყობილი მოქალაქეების „გენოციდი“. მან ბიბლიიდან ციტატა მოიყვანა და სამხედროთა გმირობაზე ისაუბრა.
ამის შემდეგ, პუტინის გამოსვლის ტრანსლაცია „России-24“-ის ეთერში მოულოდნელად შეწყდა პუტინის გამოსვლის დასრულებამდე და ეთერში მომღერალ ოლეგ გაზმანოვის გამოსვლა ჩაირთო. ტრანსლაცია განახლდა, პუტინის მანამდე ნათქვამი სიტყვებით და ახლაც გრძელდება.
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის განმარტებით, კონცერტზე, რომლის სახელწოდებაცაა "ყირიმის გაზაფხული", ვლადიმირ პუტინის გამოსვლა შეწყდა "სერვერის ტექნიკური ხარვეზის" გამო.
წყარო: „რადიო თავისუფლება“