პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა „ტოქსიკური მასკულინობის იდეალური მაგალითი“ უწოდა იმას, რასაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უკრაინაში აკეთებს. ამის შესახებ ჯონსონმა განუცხადა გერმანულ ტელეარხ ZDF-ს.
ბორის ჯონსონის თქმით, პუტინი ქალი რომ ყოფილიყო, არ დაიწყებდა „გიჟურ მაჩო-ომს“ და უკრაინაში არ შეიჭრებოდა.
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ZDF-ს ინტერვიუ მისცა 28 ივნისს, „დიდი შვიდეულის“ წევრი სახელმწიფოების ლიდერთა სამიტის დასრულების შემდეგ. დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის, კანადის, გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის და იაპონიის ლიდერთა სამიტს 26-28 ივნისს, გერმანიამ უმასპინძლა. "დიდი შვიდეულის" ლიდერები შეთანხმდნენ, რომ უკრაინის დახმარება და რუსეთზე ზეწოლა გაგრძელდება, სანამ ეს საჭირო იქნება.
24 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
1732389257