დღეიდან 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება გაუმჯობესდება
1732290001
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ამბობს, რომ ევროპაში ომით გამოწვეული ეკონომიკური პრობლემების გამო უკრაინაზე შეიძლება განხორციელდეს ზეწოლა რუსეთთან ისეთი სამშვიდობო შეთანხმების დადების მიზნით, რომელიც კიევის ინტერესებს არ პასუხობს. ამის შესახებ Reuters წერს.
„ძალიან ბევრი ქვეყანა ამბობს, რომ ეს არის ევროპული ომი, რომელიც არაა აუცილებელი. ამიტომ გაიზრდება ზეწოლა, რათა უკრაინელებს ცუდი სამშვიდობო შეთანხმების გაფორმება აიძულონ“, - განაცხადა ჯონსონმა.
მისივე თქმით, თუ პუტინი უკრაინაში თავის მიზანს მიაღწევს, ამის შედეგები სახიფათო იქნება საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის და ხანგრძლივ ეკონომიკურ კატასტროფას გამოიწვევს.