პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
უკრაინას შეუძლია და უნდა უმასპინძლოს 2023 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსს.ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა.
მსგავსი განცხადება პრემიერმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ორგანიზატორებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ომის გამო კონკურსის უკრაინის ნაცვლად ბრიტანეთში ჩატარების მიზნით მოლაპარაკებებს აწარმოებენ.
„რა თქმა უნდა, ვისურვებდი, რომ ჩვენს ქვეყანაში ჩატარებულიყო, მაგრამ ფაქტია, რომ მათ გაიმარჯვეს და იმსახურებენ მათთან ჩატარდეს. მჯერა, რომ შეუძლიათ და მიმაჩნია, რომ მათთან უნდა ჩატარდეს. მიმაჩნია, რომ კიევი ან ნებისმიერი სხვა უსაფრთხო უკრაინული ქალაქი იქნება ფანტასტიკური ადგილი მის სანახავად“, - განაცხადა ჯონსონმა.
ევროპის მაუწყებელთა კავშირმა გუშინ განაცხადა, რომ ევროვიზიის შემდგომი კონკურსის მასპინძლობასთან დაკავშირებით ბრიტანულ მაუწყებელ BBC-სთან აწარმოებს მოლაპარაკებებს.