ემანუელ მაკრონი, შესაძლოა, უკრაინაში ჩავიდეს

მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, შესაძლოა, უკრაინაში ჩავიდეს. მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტთან ვლადიმერ ზელენსკისთან კომუნიკაცია სისტემატურად აქვს. 

„რუსეთის უკრაინაში შეჭრა იყო ელექტროშოკი ნატოს-თვის, რამაც ახალი სტრატეგიული სიცხადე შესძინა ალიანსს, რომლის დანაკლისსაც განიცდიდა. მე ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ჩვენ გვჭირდება სტრატეგიული სიცხადე და ახლა ამ პროცესში ვართ, ეს კი უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე მოხდა.

სისტემატურად ვესაუბრები პრეზიდენტ ზელენსკის და პრეზიდენტს პუტინს. მე გავაგრძელებს მათთან საუბარს. არ მგონია, რომ ახლა უკრაინაში ვიზიტი საჭიროა, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ ეს მოხდეს, მაგრამ მოხდება მაშინ, როცა ვიზიტი სასარგებლო იქნება“, - განაცხადა მაკრონმა.