VIDEO: მაქსიმ გალკინმა მისთვის ყველაზე საყვარელი ქართული სიმღერა დაასახელა და გამომწერებს უმღერა
1740247052
სოფელ მშვიდობიანის მკვიდრმა, ვალიკო არევაძემ, დნეპროპეტროვსკის ოლქის მცხოვრებლებს, საკუთარი სახლი დაუთმო.
ლტოლვილებს შორის, სამი ქალი და ოთხი არასრულწლოვანია. მათი ოჯახის წევრი სამი მამაკაცი, უკრაინაში საბრძოლველად დარჩა.
ვალიკო არევაძე ამბობს, რომ უკრაინელ ლტოლვილებს, სოფელში მეზობლებიც ეხმარებიან.
„რძალი გვყავს უკრაინელი. ქალებმა და ბავშვებმა როგორც იქნა, ჩამოაღწიეს. კაცები იქ დარჩნენ და იბრძვიან. სოფელში ჩემი სახლი დავუთმე და რამდენ ხანსაც დასჭირდებათ, იმდენ ხანს იქნებიან, რაც გვექნება, გავუყოფთ. მეზობლებიც ეხმარებიან, ძალიან დიდ ყურადღებას იჩენს ხალხი. მერია ჩავაყენეთ საქმის კურსში, გვითხრეს, რომ დახმარების საკითხზე ჩამოყალიბებდებიან“,- თქვა არევაძემ.
სოფელ მშვიდობიანში ჩასული უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად უკვე გაერთიანდა ლაგოდეხელი ახალგაზრდების ჯგუფი, რომელიც მათთვის ტანსაცმელს, საკვებსა და ფულად დახმარებას აგროვებს.