1773348202
პუტინი: აშშ-სა და ნატოს წერილობით პასუხებში ჩვენთვის პრინციპული საკითხები უგულებელყოფილია
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ნატომ წერილობით პასუხებში უსაფრთხოების სფეროში რუსეთის პრინციპული მოთხოვნები უგულებელყვეს.
„ჩვენ ყურადღებით ვაანალიზებთ 26 იანვარს აშშ-ისა და ნატოსგან მიღებულ წერილობით პასუხებს, თუმცა უკვე ცხადია, რომ ჩვენთვის პრინციპული საკითხები უგულებელყოფილია. სამი ძირითადი მოთხოვნის ადეკვატური გათვალისწინება ვერ დავინახეთ“, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.
ვლადიმერ პუტინმა განმარტა, რომ სამი ძირითადი საკითხი შემდეგ თემებს ეხება: ნატოს გაფართოების დაუშვებლობა, რუსეთის საზღვრების მახლობლად დამრტყმელი სისტემების განთავსებაზე უარის თქმა და ევროპაში ნატოს სამხედრო ინფრასტრუქტურის 1997 წლის მდგომარეობისკენ დაბრუნება.











