ზოდიაქოს 4 ნიშნის ქალი, რომლებიც მაგნიტივით იზიდავენ მამაკაცებს
1732742519
უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში რუსეთს დიდი ბრიტანეთისგან სანქციები დაუწესდება - გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა კიევში ვიზიტის დროს უკრაინას მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა.
ბორის ჯონსონი ამბობს, რომ რუსეთი გავლენის სფეროების შექმნას ცდილობს და უკრაინასთან ერთად, დასავლეთმა საქართველოზე, მოლდოვასა და სხვა ქვეყნებზეც უნდა იფიქროს. ჯონსონი რუსეთს დეესკალაციისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში ლონდონის სანქციები რუსულ სტრატეგიულ კომერციულ ინტერესებს დააზიანებს. ორი ქვეყნის ლიდერები შავ ზღვაში უსაფრთხოების გაძლიერებაზე შეთანხმდნენ.
„პრეზიდენტი პუტინი, ცდილობს ძირი გამოუთხაროს, გადაწეროს ევროპის უსაფრთხოების რუკა, შექმნას გავლენის ახალი სფეროები. ეს არ იქნება მხოლოდ უკრაინა, რომლის დაბრუნებაც რუსეთს ამ გავლენის სფეროში სურს, უნდა ვიფიქროთ საქართველოზე, მოლდოვასა და სხვა ქვეყნებზე. ძალიან კრიტიკული მომენტია, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, უკრაინის გვერდში დგომა იმ ფორმით, რა ფორმითაც ახლა ვართ,"-განაცხადა ბორის ჯონსონმა.
ვინ იქნება საქართველოს პირველი ლედი
1732709039