პუტინი 8-ზე მეტ რუს ჩინოვნიკზე გამოძიებას იწყებს?! - უკრაინული მედია კრემლის კრიზისზე

putini s

უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთში, პუტინი 8-ზე მეტ ჩინოვნიკზე გამოძიებას იწყებს.  როგორც YNIAN-ი Telegram არხი იუწყება, რომ ამ ჯგუფმა "მიითვისა" დაახლოებით, 5 მილიარდი დოლარი, მთლიანად ჩავარდა მთელი სამუშაო და პუტინს დეზინფორმაცია მიაწოდეს, რის საფუძველზეც მან ჯარების გაგზავნა გადაწყვიტა.

რუსეთში შიდა არეულობა უკრაინის კრიზისის გამო იწყება. პუტინმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის კონტროლისა და აუდიტის დეპარტამენტის უფროსს, დიმიტრი შალკოვს რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელს ალექსანდრე ბასტრიკინს, გენერალურ პროკურორს იგორ კრასნოვს და FSB-ის დირექტორის პირველ მოადგილეს, სერგეი კოროლევს უკრაინაში დივერსიული საქმიანობისთვის და 2014-2022 წლებში „მეხუთე კოლონის“ ფორმირებისთვის გამოყოფილი თანხების საფუძვლიანი შემოწმება დაავალა. 

თანხების გაფლანგვაში ეჭვმიტანილი არიან ადამიანები, რომლებიც უკრაინულ მიმართულებას ხელმძღვანელობდნენ:

პრეზიდენტის ყოფილი თანაშემწე ვლადისლავ სურკოვი,

მეზობელ ქვეყნებთან კულტურისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, გენერალი ვლადიმერ ჩერნოვი,

მისი მემკვიდრე ამ პოსტზე, იგორ მასლოვი, ხელმძღვანელი.

FSB-ის მე-5 სამსახურის გენერალი სერგეი საბარი,

როსოტრუდნიჩესტვოს ხელმძღვანელი ევგენი პრიმაკოვი,

ეკონომიკური განვითარების სამინისტროს უკრაინის მიმართულების ყოფილი კურატორები მიხეილ ბაბიჩი და იანა ლანტრატოვა,

აფხაზეთის მოქმედი საგარეო საქმეთა მინისტრი ფინალი არძინბა

და სხვები.

ითვლება, რომ ადამიანების ამ ჯგუფმა "მიითვისა" დაახლოებით, 5 მილიარდი დოლარი, მთლიანად ჩავარდა მთელი სამუშაო და პუტინს დეზინფორმაცია მიაწოდეს, რის საფუძველზეც მან ჯარების გაგზავნა გადაწყვიტა.